LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მე-14 სკოლის მოსწავლეები ბანკეტის ნაცვლად ბავშვთა სახლს ესტუმრნენ [ფოტოები]

9261
60764744_2095059653940302_7516114234522992640_n

ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კლასის დამრიგებელი ნანა გოგორიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც დამრიგებელი წერს,  იქ მისულებს ბავშვებმა სპეციალურად მათთვის დადგმული კონცერტი დაახვედრეს.

„12 ა კლასმა ბოლო ზარზე გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა ზესტაფონში არსებულ ბავშვთა დღის ცენტრ “ orion aips”

ძალიან დიდი სიყვრული და სითბო წამოვიღეთ დღეს ამ ლამაზ ბავშვებთან სტუმრობით,მოგვიწყვეს არაჩვეულებრივი დახვედრა,სიმღერებითა და სხვადასხვა გასართობებით.

ჩემებმა თავიანთი საჩუქრებით და სტუმრობით გაახარეს მათი გულები . ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო იმისათვის ,რომ ეს დღე ესეთი ლამაზი გამოგვივიდა“– წერს ნანა გოგორიშვილი

“წელს ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა-ის მე12/ა კლასს ბანკეტი არ ექნება – წერს ნონა ჩუბინიძე და  ზესტაფონის ბავშვთა სახლში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.



 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები