LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

144
piri-890x395-c

ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. შემთხვევა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. პატიმარი კობა ომანაძე, რომელიც ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ უდანაშაულოა. მისი განმარტებით, პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება  მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ომანიძის უფლებადამცველის, ილია ჯანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ამოკერვამდე  ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომას და ითხოვს, რომ მისი საქმით დაინტერესდნენ შსს-ს მაღალი რანგის მოხელეები“,- აცხადებს ილია ჯანელიძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კობა ომანაძის საქმის არსებითი განხილვა 28 ნოემბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები