LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადაყვანა ახალმა სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო

199

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოპერირება ახალმა სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო.

დღეიდან, ქუთაისის აეროპორტისკენ მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან, GEORGIAN BUS-სთან ერთად, მეორე სატრანსპორტო კომპანიის, OMNIBUS EXPRESS-ის სერვისითაც ისარგებლონ.

ქუთაისის აეროპორტის ინფრომაციით, OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დღეს, დილის 9 საათზე შეასრულა.

ბილეთების დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: www.omnibusexpress.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები