LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან უკვე ევროკავშირის 14 მიმართულებით გაფრინდებით

63
211635512-4223778727690045-4434078602280075833-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1-ლი ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისების შესრულება დამატებით 6 მიმართულებით (მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი) განაახლა. შედეგად, პანდემიის მიუხედავად, ბაზის მეშვეობით ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 14 მიმართულებით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთის, პირველ ეტაპზე, ეპიდვითარებიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები