LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი ვატიკანის ვირტუალურ ტურს გვთავაზობს

154
Tourism-1

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ტურისტებს, მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ამჯერად ვირტუალურ მოგზაურობას ურჩევს და ვატიკანის ვირტუალურ ტურს სთავაზობს.

„ვირტუალურ მოგზაურობაზე რა აზრის ხართ? საუკეთესო გამოსავალი, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და საყვარელ ადამიანებს, სახლში ყოფნაა, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცოდნის გაღრმავება და ახალი ადგილების აღმოჩენა შინიდან არ შეგვიძლია? დააჭირეთ ღილაკს “Learn more” და დაათვალიერეთ ვატიკანის მუზეუმები ვირტუალური ტურით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

#დარჩითსახლში. ქუთაისის აეროპორტი კი მოგაწვდით იდეებს, როგორ აღმოაჩინოთ მსოფლიო სახლიდან გაუსვლელად“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები