LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ლიდერ პოზიციაზეა

10923232_1581445132124436_6554717251552242762_n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რომლებიც ACI EUROPE-მ გამოაქვეყნა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის აეროპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 132.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა.

მაღალი ზრდის მქონე აეროპორტებს შორისაა დასახელებული თბილისის აეროპორტიც, სადაც მგზვართნაკადი ნოემბერში 19.4 პროცენტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები