LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი იპოვეს

731
ტურისტი

17 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარ მიაგნეს. ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი 23 წლის მამაკაცი იყო, რომლის ადგილოსამყოფელსაც 10 მარტის შემდეგ ეძებდნენ.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი.

ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

"ნიდერლანდებიდან 4 ადამიანი ჩამოდის, რომლებიც მის მოძებნაში დაგვეხმარება" - დაკარგული ტურისტის მეგობარი.

“პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. 10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ”, წერია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ადგილზე მყვინთავთა ჯგუფები იყვნენ, ყველა საჭირო ტექნიკის გარდა, სამძებრო სამუშაოების დროს იყენებდნენ დრონს და 2 ექოლოტს, რომლითაც წყლის ფსკერს ათვალიერებდნენ. ტურისტი მარტის დასაწყისში გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები