LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან 30%-ით იაფად გაფრინდებით – გაიგეთ, როგორ შეიძინოთ ბილეთი ფასდაკლებით

156
15732255-1821779648090982-7510829145435967383-o

ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პარასკევისთვის (Black Friday) 30%-იან ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურობის მიმართულება ულიმიტოა, რაც ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის შეთავაზებას.

„გსურთ შობას ევროპაში შეხვდეთ? ან ახალი წელი დიდი ხნის ნანატრ ქალაქში მოგზაურობით აღნიშნოთ? ან დიდი ხნით ადრე დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება? Wizz Air უნიკალურ შანსს გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მიმართულებები ყველაზე დაბალ ფასად! რაც მთავარია, ყველა ადამიანი, ვინც ბილეთებს სწორედ 29 ნოემბერს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს 1500 ევროს ღირებულების WIZZ ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მათვე ცნობით, 30%-იანი ფასდაკლება მხოლოდ დღეს, ანუ 29 ნომებერს მოქმედებს.

შეგახსენებთ, Wizz Air ქუთაისიდან 19 ქვეყნის 41 მიმართულებით გთავაზობთ ფრენებს, ხოლო მთელ მსოფლიოში 700 სხვადასხვა მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან.

ცნობისთვის:

30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ბილეთის ღირებულებაზე ყველა მოსაკრებლის ჩათვლით, ადმინისტრაციული გადასახადის გარდა. ფასდაკლება იწყება 29 ნოემბრის ღამის 00.00 საათზე და დასრულდება 23.59 საათზე. მოგზაურობის დრო კი შეუზღუდავია. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში შეძენილ ბილეთებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები