LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი სამოგზაუროდ 8 ყველაზე ბიუჯეტურ მიმართულებას შორის დასახელდა

582
53cf3216af89accadaa89d355625a1ae

ქუთაისი 8 ყველაზე ბიუჯეტურ მიმართულებას შორის დასახელდა. სამოგზაურო ვებგვერდმა momondo.ru-მ ის რამდენიმე ადგილი გამოყო, სადაც გამგზავრება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მინიმალური თანხა დაგიჯდებათ.

გაზაფხული, რომ საუკეთესო პერიოდია შემეცნებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და, რა თქმა უნდა, სამოგზაუროდ – ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, momondo.ru გვთავაზობს ახალ იდეებს, თუ სად შეგვიძლია გავემგზავროთ ისე, რომ მთელი ქონება არ დაგვიჯდეს.

 

1. კრაკოვი, პოლონეთი

კრაკოვი ევროპოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის ნახვაც გზაფხულზე ნამდვილად ღირს. კრაკოვის სრული სახელწოდება ასეთია: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. ის ნამდვილად ამართლებს ასეთ საზეიმო სახელწოდებას. აღსანიშნავია, რომ კრაკოვის მთელი ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

2. ბერლინი, გერმანია

ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინას, საინტერესოა ყველა გემოვნების და ინტერესის მქონე ადამიანისთვის.  ქალაქი ერთნაირად იზიდავს როგორც ისტორიის, ისე გართობის მოყვარულებს. ბერლინი სავსეა ევროპაში ყველაზე ცნობილი ღამის კლუბებით. რაც შეეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილს – ის ამ მხრივაც, მდიდარია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ცოცხალი და მყუდრო ქალაქია მსოფლიოში.

 

3. კუნძული მალტა

თუ ზაფხულის მოსვლას არ ელოდებით და პლიაჟზე გაწოლა, გარუჯვა და ცურვა დღესვე გინდათ, მაშინ კუნძულ მალტას უნდა ეწვიოთ. მალტა ტურისტულ ქვეყნად, საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქ მრავალი რეკრეაციული და ისტორიული ადგილია წარმოდგენილი, ასევე გვხვდება უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 9 ძეგლი. ამასთან, მალტა იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულებისა და ფესტივალების ატმოსტოსფეროა,რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფოიერვერკები.

 

4. ტაილანდის ყურის კურორტები, ტაილანდი

 

ეგზოტიკის მოყვარულებს გაზაფხულზე შეგიძლიათ ტაილანდს ეწვიოთ, მითუმეტეს, რომ აქ სავიზო მიმოსვლა ახლა უკვე გამარტივდა. 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის, Visa on Arrival რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმში, ამ შესაძლებლობებს მას ხელსაყრელი მდებარეობა აძლევს . ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარური საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლი.

 

5. სიემ-რიპი, კამბოჯა

თუ კამბოჯის შესახებ სტერეოტიპები არსებობს, შეგიძლიათ დაივიწყოთ. დიქტატორი პოლ პოტი გარდაიცვალა, ქვეყანაში სიმშვიდე სუფევს იმდენად, გაკეთდა გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურაც. ყველაზე მთავარი, რისთვისაც კამბოჯაში უნდა გაემგზავროთ – ეს ხალხია. ნათელი, კეთილი, ცოტა მორიდებული, ნამდვილი, უბრალო და თავის მისწრაფებებში შესანიშნავი ხალხია. იცხოვრეთ, იკვებეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, შეისწავლეთ მათი ცხოვრება.

 

6. ქუთაისი, საქართველო

კავკასიონის მთები საქართველოში ყოველთვის მშვენიერია, თუმცა გაზაფხულზე, როცა ბევრი ფერი ერთმანეთში ირევა, ჰაერში კი ყვავილების არომატი იგრძნობა – განსაკუთრებით კარგი დროა იმისთვის, რომ საქართველოს, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ ქუთაისს ეწვიოთ.

ბაგრატის უძველესი ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთას მონასტერი, სათაფლიას ნაკრძალი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ დინოზავრის კვალი – ეს იმ მნიშვნელოვანი ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომლის ნახვასაც momondo.ru საკუთარ მკითხველს ურჩევს.

 

აღსანიშნავია, რომ წელს გაზაფხულზე ბიუჯეტურად მოსანახულებელ ლოკაციებს შორის მოხვდნენ ასევე: მაროკო და რუსეთში მდებარე ლაგონაკის პლატო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები