LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-რომი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

1424

ფიუმიჩინო, ანუ როგორც მას უწოდებენ, ლეონარდო და ვინჩი – უმსხვილესი აეროპორტია იტალიაში. ის მარადიული ქალაქიდან საკმაოდ შორს მდებარეობს.
აეროპორტიდან რომის ცენტრამდე 30 კმ-ზე მეტია. ყველაზე მარტივი გზა მატარებლით სარგებლობაა. ისედაც, იტალიელები დიდი მოყვარულები არიან რკინიგზის და გამონაკლისი ვერც რომი იქნება.

 

ლეონარდო ექსპრესი Leonardo Express

აეროპორტის ტერიტორიაზეა რკინიგზის სადგური, საიდანაც მატარებლები რეგულარულად – 30 წუთიანი ინტერვალით – მიდიან ქალაქში. ლეონარდოს გასვლის დრო ყოველი მე-5 და 35-ე წუთია. მატარებლით მგზავრობას 30 წუთი ჭირდება და ის ტერმინის სადგურზე (Roma Termini), უკვე რომში, მიგიყვანთ.
აეროპორტში სადგურის მიგნება კი მარტივი საქმეა. უამრავი მანიშნებელია და დაკარგვა თითქმის გამორიცხულია.
რეისები 7 დღე სრულდება სისხამ დილიდან გვიან ღამემდე და ამ საქმეში დასვენების დღე და დღესასწაულები არ იციან. მეტიც, მასობრივი გაფიცვების დროსაც ფუნქციონირებს.
რომში, ტერმინის სადგურიდან აეროპორტში კი რეისები 23-ე და 24-ე პლატფორმიდან სრულდება.

 

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

ლეონარდო ექსპრესის სადგური პირდაპირ აეროპორტის ტერიტორიაზეა

 

ლეონარდო ექსპრესის ბილეთი 14 ევრო ღირს უფროსებისთვის (თუმცა არ არის გამორიცხული ზაფხულში თქვენი მოგზაურობისთვის სხვა ფასი დაგხვდეთ). 12 წლამდე ბავშვები უფასოდ მგზავრობენ (ოღონდ ბილეთნაყიდი უფროსი უნდა ახლდეს). ბარგის ატანაზე ლიმიტი არ არის, უბრალოდ თანამგზავრი არ უნდა შეაწუხო.
თუ ტერმინის სადგურზე მიდიხართ, მაშინ ლეონარდოს მატარებელზე ყიდულობთ ბილეთს (14 ევრო), ხოლო თუ გინდათ სადგურებამდე ტრასტევერე, ოსტიენსე (მეტროს B ხაზი), ტუსკოლანა, ტიბურტინა (მეტროს A ხაზი), მაშინ შეიძინეთ ბილეთი რეგიონალურ მატარებელზე  (Treno Regionale), რადგან ამის ბილეთი 8 ევრო ღირს. ან უბრალოდ სალაროში უთხარით რომელ სადგურამდე მიდიხართ.

ბილეთს იყიდით აეროპორტის სადგურზე, პრესის გავრცელების ჯიხურებსა და ავტომატებში. სალარო და ავტომატების უმრავლესობა აეროპორტის რკინიგზის სადგურის მთავარ ჰოლშია.

მიაქციეთ ყურადღება, რომ მატარებელში ჩასხდომამდე ბილეთს დაკომპოსტერება სჭირდება სპეციალურ ავტომატებში, რომელიც პლატფორმაზე გასასვლელში დგას. ბილეთი ძალაშია 90 წუთის განმავლობაში.

ავტომატები ბილეთის დაკომპოსტერებისთვის

 

 

მეტრო აეროპორტიდან რომამდე

კიდევ ერთი საშუალება რომამდე მიღწევის, რის შესახებაც ტურისტებმა ნაკლებად იციან. მეტროს მატარებლებიც იმავე სადგურიდან გადიან, საიდანაც ლეონარდო ექსპრესები.
თუმცა ეს შედარებით მოუხერხებელი ოფციაა, მაგრამ უფრო იაფი. არსებობს სპეციალური ხაზი FM1, რომელსაც საბინა-ფიუმიჩინო (Sabina-Fiumicino) ქვია. სადგურებზე Tiburtina, Tuscolana და Ostiense შეგიძლიათ გადაჯდეთ А ან В ხაზებზე და მერე უკვე მცირე წერტილამდე მიგიყვანთ მეტრო.
მეტრო არ გადის ტერმინის მთავარ რკინიგზის სადგურზე. თუ უშუალოდ აქ გინდათ, გადაჯდომა მოგიწევთ.

 

 

 

FM1-ის ხაზზე ბილეთი 8 ევრო ღირს. 12 წლამდე ბავშვის მგზავრობა აქაც უფასოა, ოღონდ ერთ სრულწლოვან მგზავრზე 1 ბავშვი მოდის. აქაც ბილეთებს დაკომპოსტერება ჭირდება.
მეტროს მატარებელი სამუშაო დღეებში 15 წუთში დადიან, უქმეებსა და დღესასწაულებისას 30-წუთიანი ინტერვალით.

 

ავტობუსი აეროპორტიდან რომამდე

აეროპორტიდან რომის ცენტრამდე ავტობუსით მისვლა ყოველთვის შეიძლებოდა, მაგრამ განვითარებული სარკინიგზო მიმოსვლის გამო, ამის გამოყენება დიდად საჭირო არ ყოფილა.
თუმცა სადღეისოდ ყველაფერი შეცვლილია: განრიგი მოსახერხებელია, მარშრუტები საათივით დადიან. ავტობუსების  მთავარი უპირატესობა ფასია. თუ წინასწარ ინტერნეტით შეიძენთ, მაშინ 4 ევროთი გამოხვალთ. ისე 6-7 ევრო ღირს, ბილეთის შეძენა მძღოლთანაც შეიძლება.
მარშრუტები დადიან დილის 5:35 სთ-დან 23:00 საათამდე. გზაში 55 წუთი დაგეხარჯებათ. ავტობუსები ტერმინის რკ სადგურამდე და Via Marsala-მდე მიგიყვანთ.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე ორი მიმართულებით. აეროპორტში ავტობუსის გაჩერება ტერმინალ №3-ის სიახლოვესაა.

 

 

შატლი აეროპორტიდან

თუ ბევრნი არ ხართ, შატლი შესაძლოა ტაქსზე უკეთესი აღმოჩნდეს. ის უფრო სწრაფიცაა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოსახერხებელიც. შატლი ჩვენებურად „მარშუტკაა“, რომელსაც მგზავრები პირდაპირ სასტუმროში მიყავს. ღირებულება 22 დოლარია (ევრო არა).
დაჯავშნა ინტერნეტითაც ხდება.

ერთ-ერთი შატლი, რომელიც აეროპორტიდან რომამდე მარშრუტს ემსახურება

 

ტაქსი აეროპორტიდან რომამდე

რომაელი ტაქსისტებიც იმ კატეგორიიდან არიან, რომლებთაც ტურისტების „გაცურება“ და ფასის აწევა უყვართ. მძღოლების დიდი ნაწილი ინგლისურად ვერ საუბრობს.
პირველი ჩემოდანი უფასოა, შემდეგი ზომით 35x25x50 სმ-ზე დიდი, + 1 ევრო.
ფიუმიჩინოდან ტიბურტინას სადგურამდე მგზავრობა 55 ევრო ღირს, ოსტიენსემდე – 45 ევრო, ჩივიტავეკიას პორტამდე – 120 ევრო, ჩამპინოს აეროპორტამდე – 50 ევრო.
რომის ფარგლებში არაცერთი გადაადგილება არ შეიძლება აღემატებოდეს 70 ევროს. დაიმახსოვრეთ!

 

ავტომობილის დაქირავება

ავტომობილი შეგიძლიათ იქირაოთ მძღოლით ან მძღოლის გარეშე. თუ რომში მიდიხართ, მაშინ ნამდვილად არ ღირს მანქანის ქირაობა, ხოლო თუ ავტოტრიპი გაქვთ ჩაფიქრებული, მაშინ ეს სიტუაციას ცვლის, მით უმეტეს, რომ ფასები არ იკბინებიან – 15 ევრო დღეში.

ინფოგრაფიკა

უფრო მარტივი რომ იყოს ორიენტირება, შევეცადეთ ინფოგრაფიკით წარმოგიდგინოთ ყველა ოფცია, რაც სტატიაშიც ვახსენეთ და ფიუმიჩინოს აეროპორტიდან მარადიულ ქალაქამდე მიგიყვანთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები