LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]

138
sporti

ქართველმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ ლიდსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჯანაშია მხოლოდ ისლანდიელ “მთას” ჰაფტორ ბიორნსონს და პოლონელ მატეუს კიელისკოვსკის ჩამორჩა.

მოუხერხებელი მორის აწევა – ასე ჰქვია მოძრაობას, „სტრონგმენის“ ერთ-ერთ სახეობას, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.  ქართველმა ხარმა 175 კილო ადვილად ასწია, შემდეგ 190 კილოს მოერია და 202 კილოგრამიც ასწია, თუმცა 214 კილოს ვეღარ გაართვა თავი და მეორე-მესამე ადგილები გაიყო ბიორნსონთან.

ქართველი ძალოსანი 13-16 ივნისს, აშშ-ში, ფლორიდაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯანაშია პირველი პროფესიონალი ქართველი სტრონგმენია, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები