LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელი მოსწავლე, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა

1180
53648533-2083583621719506-8221096437140684800-n

სერგი ყურაშვილი ერთ-ერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდაა. წარმატებულმა მოსწავლემ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმი წელს დაამთავრა.

სერგი ერთ-ერთია ვინც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები და საუკეთესო შეფასება მიიღო. ინგლისურსა და უნარებში (77 ქულა) მიღებული უმაღლესი შეფასება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისევე როგორც სხვა საგნებში მიღებული მაღალი მაჩვენებელი. მომავალ პროფესიასაც ეკომონიკის მიმართულებას უკავშირებს და სწავლის გაგრძელებას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ში აპირებს.

გასულ წელს წარმატებული მოსწავლე FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ მომზადება სკოლასთან არსებულ ცენტრში გააგრძელა. 

შტატებში მიღებული გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ამ ეტაზე სწავლის გაგრძელებას საქართველოში  ISET-ში გეგმავს. მიუხედავად სერგის სამომავლო გეგმებისა, მან უკვე მიიღო მიწვევა ევროპის რამოდენიმე პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და იმედოვნებს, რომ სწავლების შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს სწავლის მიღებას ევროპაში და ამ ეტაპზე საქართველოში ისწავლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები