LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

73
1

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი – მათ შორის წარსულში ნასამართლევი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

მათ “ქურდული სამყაროს” წევრობა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობა ედებათ ბრალად.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა “ქურდული სამყაროს” მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს “ქურდული გარჩევა”. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და “ქურდული სამყაროს” წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა, პირები ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ფაქტებზე, სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები