LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)

125
Screenshot-20190930-145520

ბინების გაქურდვის ბრალდებით, იტალიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რამდენიმე სახლიდან, 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ფაქტს ადგილობრივი მედიაც ეხმაურება. მათივე ცნობით, დაკავებულებმა ტრიესტეში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და მოიპარეს ძვირადღირებული ნივთები. იტალიის პოლიციის ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს. ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი კი ამ დრომდე იძებნება.

 

იტალიაში ქართველის მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევა გასულ თვესაც მოხდა. ქართულმა მედიასაშუალებებმა, იტალიურ წყაროზე დაყრდნობით, გაასაჯაროვეს ვიდეომასალა, სადაც 42 წლის საქართველოს მოქალაქის მიერ საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტი იყო ასახული.

 

ქართველი ძმები ბრაზილიელი ქალის გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები