LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდმა მოპარული ნივთები ვერ გაყიდა და პატრონს დაუბრუნა

158
stolnnewssjn

30 წლის უეინ ჰარინგტონმა კერძო სახლი მაშინ გაქურდა, როდესაც იქ სარემონტო სამუშოები მიმდინარეობდა. მამაკაცმა დიდი რაოდენობით ნაქურდალით მოახერხა გაქცევა.

მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ბევრ ნივთის გაყიდვა ძალიან რთული იქნებოდა და სულ ტყუილად გაისარჯა. იმის ნაცვლად რომ ნაქურდალი თავიდან მოეშორებინა, უეინმა მათი კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.

სრულიად შემთხვევით, სახლის პატრონი, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობს, მძარცველს სახლში დახვდა. როგორც ქალბატონმა გამოძიებას უთხრა, მეორე სართულზე მდებარე ოთახში შუქი შეამჩნია. კიბეზე ასვლისას კი ნახა, რომ სახლის უკანა კარი დაზიანებული იყო.

„ქალმა რაღაც ხმაც გაიგო, ამიტომ ბევრი არ უფიქრია და მაშინვე გარეთ გაიქცა. ამ დროს მან დაინახა უცნობი მამაკაცი, რომელსაც ორი დიდი ჩანთა მიქონდა,“ – განაცხადა პროკურორმა ფიონა კორტესმა. მძარცველი ირწმუნება რომ სინამდვილეში დიასახლისის დასახმარებლად მივიდა და ცუდი ჩანაფიქრი არ ქონია.

თუმცა, მამაკაცს არავინ დაუჯერა და სახლის პატრონმა მეზობლების დახმარებით პოლიცია გამოიძახა, შედეგად ჰარინგტონი დააპატიმრეს.

მოგვიანებით მისი სახლი გაჩხრიკეს და უამრავი მოპარული ნივთი იპოვეს. ბოროტმოქმედი იპარავდა ყველაფერს, მათ შორის სკამებს, მაკრატელს, სარკეს თუ ნოუთბუქის ჩანთასაც კი. დაკავების დროს ის თავის დანაშაულს უარყოფდა და სახლში შესვლას კეთილი მიზნებით ხსნიდა.

მოგვიანებით სასამართო პროცესზე მამაკაცმა დანაშაული აღიარა. როგორც მან განაცხადა ქურდობა არ უნდოდა, თუმცა ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ მას ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

დამნაშავეს წარსულში 10 სხვადასხვა ეპიზოდში ქონდა ბრალი წაყენებული და დანაშაულის განმეორების გამო პატიმრობას თავს ნამდვილად ვეღარ დააღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები