LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები: ნათია თურნავა

105
batumturisteb

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში თანდათან უკვე ჩამოდიან უცხოელი ტურისტები.მინისტრი მიიჩნევს, რომ ტურისტებისთვის საქართველო განსაკუთრებულად მიმზიდველი ქვეყანაა.

ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი ისაა, რომ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, აქ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

“იცით, რომ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს “ლუფთჰანზა”, მიუნხენის რეისები სრულდება, “ეარ ფრანსის” პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება. ხვალ ჩვენთან იქნება “ეარბალტიკის“ პირველი რეისი რიგადან. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე რეისია დაგეგმილი თვის განმავლობაში. სულ ახლახანს პარიზის რეისი ჩამოფრინდა.
გარდა ამისა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან, არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.
ის რეისები, რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ასევე ველოდებით ევროპიდან, შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ საერთაშორისო ვიზიტორები, უცხოელი ტურისტები არიან. აქედან გამომდინარე ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად, არის უსაფრთხო ქვეყანა”, – განაცხადა თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები