LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსნისა და ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

65
გზების ნაწილი

‘საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდ. ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდ. ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

”სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ, მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 20 იანვარი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ამ ვადაში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება”. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები