LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღება – კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დაკავებულია

borkilebi

ქრთამის აღების ფაქტზე კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი  დააკავეს. ასევე, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „გრემიხ“ დამფუძნებლები და შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები