LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილი 5 კაცამდე მცირდება – მღვდელი, ნეფე, დედოფალი და ორი მეჯვარე – ინგლისის ეკლესიამ ახალი წესი შემოიღო

1594
weddingcovid195

ინგლისის ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ქორწილზე დამსწრე საზოგადოება ლეგალურ მინიმუმამდე შეამციროს. ამიერიდან ქორწილები 5–კაციანი იქნება და ამ ხუთ კაცში მღვდელიცაა გათვალისწინებული.

წყვილს გვერდი–გვერდ დგომის უფლება ექნება, დანარჩენებს კი(მღვდელს და მეჯვარეებს) უსაფრთხო დისტანციის დაცვა მოუწევთ. კანონში ასევე გაწერილია, რომ ისეთი ტრადიციები როგორიცაა – მღვდლის მიერ ბეჭდების ხელში აღება, მეჯვარეების თანამონაწილეობა და ზოგადად ერთმანეთთან ზედმეტი შეხება – უმჯობესია გაუქმდეს.

იმ წყვილებს ვისაც ქორწილი წინასწარ ქონდა დაგეგმილი, სურვილის შემთხვევაში თარიღის გადაწევა შეეძლებათ და როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებს ოჯახის შექმნას ურიგოდ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხო მონათვლის ცერემონიასაც და ნათლობები კორონავირუსის დასრულებამდე გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები