LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილების გადახდა ისევ შესაძლებელი ხდება – რომელი სოციალურ ღონისძიებებია დაშვებული პირველი მარტიდან

321
ქორწილების გადახდა

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი მარტიდან დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა. შესაბამისად შესაძლებელი იქნება, რომ გადაიხადონ დაბადების დღეები, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

„რაც შეეხება კვების ობიექტებს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, რაც ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი, შეიძლება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დაბადების დღე, ქელეხი და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები