LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს [ფოტოები]

597
achara

ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.

ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა პირველკლასელების ერთ-ერთ დამრიგებელს ეკუთვნის. მან ყელსაბამები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია. ამას მასწავლებელი საჩუქარს ეძახის.

“ფორტუნა” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ცნობისთვის, “თავისუფლების ქარტიით”,  საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში აკრძალულია. კანონში განმარტებულია, რომ კომუნისტურ სიმბოლიკად მიიჩნევა ისეთი რამ, რომელიც დაკავშირებულიაკომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.

დღეიდან სწავლა დაიწყო – რა ახალი საგანი დაემატათ მოსწავლეებს

ერთ-ერთი მშობლის მიერ გადაღებულ ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები