მისტერ და მისის კუროკები ცხოვრობდნენ ბედნიერად და ზრდიდნენ 2 შვილს. ისინი ფერმერულ საქმიანობას ეწეოდნენ. მაგრამ უეცრად ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ქალბატონმა კუროკიმ მოულოდნელად, დიაბეტის გართულებების შედეგად მხედველობა დაკარგა. მალევე იგი დეპრესიში ჩავარდა და სახლიდან გასვლაც კი აღარ უნდოდა.

მისტერ კუროკის კი ამ დროს არაჩვეულებრივი იდეა დაებადა. მან გადაწყვიტა, რომ ყვავილების ბაღი გაეშენებინა. მოსიყვარულე ქმარმა იფიქრა, რომ ყვავილების სურნელის შეგრძნებისას მეუღლე  გარეთ ძალაუნებურად გავიდოდა.

ინსპირაცია კაცს მაშინ გაუჩნდა, როდესაც  მიხვდა, რომ მისი ყვავილების ბაღის სანახავად ხალხი ჩერდებოდა-ბაღი ხალხს იზიდავდა. მან იფიქრა, რომ ადამიანებთან კონტაქტიც დაეხმარებოდა მის მეუღლეს მდგომარეობიდან გამოსვლაში და გადაწყვიტა-რაც უფრო ლამაზ და დიდ ბაღს გააშენებდა, ვიზიტორიც უფრო მეტი ეყოლებოდა.

2 წლის განმავლობაში კაცი ბაღში მუხლჩაუხრელად შრომობდა, საბოლოოდ კი უალამაზესი ვარდისფერი ბაღები გააშენა.

ეს ადგილი ერთ–ერთ ულამაზეს ლოკაციად ითვლება იაპონიაში.

 

ორი წლის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია.  კერძო მეურნეობამ  მიიპყრო ადამიანების ყურადღება მთელი მსოფლიოდან, ყველას სურდა ენახა ბაღები, რომლის შექმნასაც ცოლ-ქმრის სასიყვარულო ისტორია დაედო საფუძვლად.

ქალბატონმა კუროკიმ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ყვავილების ნახვა, მაგრამ მას შეეძლო დაეყნოსა  და წარმოედგინა, თუ როგორ გამოიყურება ბაღი. მისი ქმრის მიზანიც ეს იყო- რომ მეუღლეს ყვავილების სილამაზე მათი არაჩვეულებრივი სუნის შეგრძნებით დაენახა. ქალს ახლა ადამიანთან კონტაქტი ხშირად უწევს. ბაღს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი სტუმრობს.

ტეგები: იაპონია

მსგავსი თემები