LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითს და უილიამს ერთი სული აქვთ, ნათლობა დასრულდეს – სხეულის ენის ექსპერტი (ფოტო)

2796
katewilliamchild

6 ივლისს უინძორის სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟის, არჩი ჰაროსონის ნათლობა შედგა. ცერემონიალი მედიისთვის დახურული იყო. ნათლობის ოფიციალური ფოტოები მედიისთვის გვიან გავრცელდა. ყველაზე შთამბეჭდავი ცხადია გახდა სამეფო ოჯახის ერთობლივი ფოტო, სადაც ოჯახი პატარა პრინცთან ერთად პოზირებს. უინძორის სასახლის მთავარ ოთახში გადაღებულ ფოტოზე მოხვდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი და მედიის ყურადღება ქემბრიჯის ჰერცოგონიასა და მისი მეუღლის ფოტოებმა მიიქცია.

სხეულის ენის ექსპერტი ჯუდი ჯეიმსი წერს, რომ პრინცი უილიამი ფოტოზე ღამის კლუბის მცველივით გამოუყურება. მას ერთი სული აქვს ცერემონიალი მალე დასრულდეს, ისევე როგორც ქეითს მიდლტონს, რომელიც თითქოს სკამიდან ადგომას ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები