LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „კეტრინ უოლკერის“ ნაცრისფერ პალტოში საშობაო წირვაზე (ფოტო)

483
ktmdlt-news343435

სანდრინგემში ჩატარებულ საშობაო წირვაზე ტრადიციულად ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შეიკრიბა. წირვას წელს დედოფალი ელისაბეტი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი, პრიცნი უილიამი და ქეით მიდლტონი, პრინცი ჯორჯი და შარლოტა, ასევე პრინცესა ბეატრისი და ევგენია ესწრებოდნენ. წირვაზე წელს არ გამოჩენილან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, რომლებიც შობას კანადაში აღნიშნავენ.

საინტერესოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილებს საშობაო წირვაზე ვხედავთ. პრინცი ჯორჯი და შარლოტა ტაძართან შეკრებილ სტუმრებსაც შეხვდნენ  და მათგან საჩუქრებიც მიიღეს. ამ დღეს მიდლტონი ინგლისელი დიზაინერის „კეტრინ უოლკერის“ ნაცრიფერ პალტოში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები