LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდისა“ და „დოლჩე და გაბანას“ კაბებში (ფოტო)

1028
mdltnhr

ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად უიმბლდონზე, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს შორის დაპირისპირებას ადევნებდა თვალს. ის ტურნირის ფარგლებში არაერთ მატჩს დაესწრო. ამჯერად ფინალურ დღეს ქეითმა არჩევანი „ემილია ვიკსტიდის“ ცისფერ კაბაზე გააკეთა.

წინა დღეს კი მიდლოტონი სერენა უილიამსისა და სიმონა ჰალეპის დაპირისპირებას დაესწრო.  ამ დღეს ქეითს „დოლჩე და გაბანას“ ულამაზესი მწვანე კაბა ეცვა, რომელიც მასიური ღილებით იყო გაფორმებული. ამ დღეს ის მატჩს დასთან, პიპასთან და მეგან მარკლისთან ერთად ადევნებდა თვალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები