LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

146
dakaveba-57848feb2dece

დაკავება აჭარაში – ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ტარიელ თურმანიძეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

დაკავების ზუსტი მიზეზი და დეტალები ოჯახისთვის უცნობია. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, დაკავების დროს ის სავარაუდოდ, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით,  მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა  საუბარია ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებაზე.

ტარიელ თურმანიძეს ბრალს ოფიციალურად 48 საათში წაუყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები