LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

113
BeFunky-collage (7)

ჩინეთში, ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულა ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს.”

ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

პროდუქტთან შემხებლობაში მყოფ არცერთ პირს "კოვიდ 19" არ დაუდასტურდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს“,-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სააგენტოში განუცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები