LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს ასეა ჩვენი ხელისუფლება” – გოგი წულაია

193
1573759029501996

“ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს ასეა ჩვენი ხელისუფლება” – ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ განაცხადა. ის რუსთაველის გამზირზე აქიაზე იმყოფება.

“ჩვენ აქ სრულ გამარჯვებამდე ვიქნებით. მე ვთვლი, რომ დღეს ამ წუთას ჩვენი მთავრობა არის ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს სიკვდილამდე და სისხლს ღვრის, ამ მდგომარეობაშია ეს ხელისუფლება. ეს თავი თვითონ წაიჭრა, ჩვენი ამოცანაა ნაკლებად დავისვაროთ ამ სისხლში და მშვიდობიანად ხალხის ერთიანობით მივაღწიოთ გამარჯვებას” – განაცხადა გოგი წულაიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტებიც შეუერთდნენ

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები