LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათამი და კვერცხები ესროლეს აქციის მონაწილეებს ქუთაისში

154
79021214-479804445993284-5106800927663194112-n

გაერთიანებული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ქუთაისში ზუსტად 14:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან, რომლებმაც ხელისუფლებას მიმართეს და აღნიშნეს, რომ არ გამოიყენონ აქციის მონაწილეებაზე ძალადობა, არ შექმნან პროვოკაციული სიტუაცია და არ დაუშვან დაპირისპირება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც მსვლელობას გამართავენ აკიკვიძის ბაღიდან და  გაემართებიან სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, ისინი გზად “ქართული ოცნების” ოფისს გაივლიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მმართველი პარტიის დაპირების შესრულებას.

რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციას და მოთხოვნებს აფასებს

აქციის დაწყებისთანავე მცირე ინციდენტს ქონდა ადგილი. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებს უცნობმა პირებმა ქათმები და კვერცხები ესროლეს.

ოპოზიციის ლიდერები, შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ და მოუწოდებენ არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ მშვიდობიანი აქციის ფორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები