LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეების წარმატება სტენდფორდში

239
ID

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილზე გასული გუნდი Motion 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით კალიფორნიაში იმყოფებოდა.

ვლ.კომაროვის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლელა ხოხიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, იაკობ რიგვავა და გიორგი ჩხაიძე ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ ID Tech Camp-ის რობოტიკის ბანაკში, სტენფორდის უნივერსიტეტში.

ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ ისეთი აქტივობებში, როგორებიცაა კოზმოსა და ლეგოს ასაწყობი სათამაშოების საშუალებით ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკისა და პითონის კოდირება. ასევე, მაინკრაფტის საშუალებით თამაშის დიზაინის შექმნა, იუთუბის ვიდეოს შექმნა გეიმქასთინგითა და სპეციალური ეფექტების საშუალებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება კიბერუსაფრთხოებასა და კოდირებაზე.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, ქართველმა მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად კოდირების ენის, VEX C++-ის გამოყენებით გუნდურად ააწყვეს და გამოსცადეს კომპლექსური, მომავალი თაობის რობოტები, რომელსაც მრავალი გამოწვევის გადალახვა შეუძლია, როგორებიცაა ლაბირითებში ნავიგაცია, რობოტის მიერ სხვადასხვა ნივთების თავმოყრა და მათი გადაადგილება და სხვ.

ID Tech მსოფლიოს #1 STEM ბანაკების ქსელია, სადაც წელს პირველად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოდან მონაწილეობდნენ.

პროგრამის ბოლოს მოსწავლეებს ID Tech დიპლომებთან ერთად გადაეცათ პროექტის ფაილები, რობოტების შეჯიბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები და კურსის ტრანსკრიფციები.

გუნდმა Motion აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობა სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეძლო.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia) ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. წელს, კონკურსისპარტნიორები არიან თიბისი და სილქნეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები