LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია:„ეს წარმატება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“

2643
BeFunky-collage (1)

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში, კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, თეიმურაზ თოლორაიამ 255 კონკურსანტს შორის უმაღლესი ქულა მოიპოვა. მან 42 შესაძლებლიდან 42 ქულის დაგროვება შეძლო და პირველი ადგილიც ღირსეულად დაიმსახურა.

როგორც თეიმურაზ თოლორაიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ეს ქვეყნისთვის მნიშვენლოვანი წარმატებაა, რადგან აღნიშნულ ოლიმპიადაზე მანამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი იყო.

თეიმურაზი ჩვენთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ დღემდე არაერთ ოლიმპიადაზე იასპარეზა წარმატებით. ქართველმა მოსწავლემ საკუთარი ცოდნით საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალის მოპოვება შეძლო.

„აქამდეც მქონია წარმატებები, თუმცა ეს ყველაზე კარგია ჯერჯერობით. შარსან და შარშანწინ ამ ოლიმპიადზე ავიღე ვერცხლის (ინფორმატიკაში) და ბრინჯაოს (მათემატიკაში) მედლები.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში მაქვს ორი ბრინჯაო, ინფორმატიკაში ერთი ბრინჯაო. რუმინეთის მასტერზე მათემატიკაში ბრინჯაო და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ვერცხლი.ეროვნულ ოლიმპიადაზე მათემატიკაში მაქვს პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ფიზიკაში მესამე ადგილი.

ეს წარმატება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მანამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი იყო მათემატიკაში.“- ამბობს თეიმურაზ თოლორაია.

ასევე იხილეთ:

ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ქართველმა მოსწავლეება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს