LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მენეჯერები გერმანიაში გადამზადდებიან

111
107764-image

სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში, გაეცანით პროგრამის და რეგისტრაციის პირობებს მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3pmtFob

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები