LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა შიდა ტურიზმის დროს გაწეული ხარჯები შეამცირეს

140
დაშნიანი-1-680x365-800x429

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.2 მილიონ ვიზიტს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 286.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 208.0 ათასი ვიზიტი თვეში).

ამასთან, 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.5 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3 ლარით და 129.3 ლარს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები