LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა იციან, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი არ ჰყავს: კელი დეგნანი

68
befunky-collage-3-2020-04-18-14-17-21-763609

ვფიქრობ, თუ არსებობს პოლიტიკური ნება რომ პარტიები შეხვდნენ ერთმანეთს და იპოვონ გამოსავალი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა შესაძლო გზით დაეხმარება – ამ განცხადებას  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ავრცელებს.

“ქართველებმა იციან რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი არ ყავს. ვიმედოვნებ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა დავხმარებოდით საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის ასაშენებლად არის ნათელი მაგალითი თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს წარმატება როგორც სტაბილური და ძლიერი დემოკრატიისთვის.

დიალოგი, რომელიც პარტიებს შორისაა ვფიქრობ არის დემონსტრირება იმისა, რომ არსებობს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ინტერესი, რომ თავიანთი დიდი განსხვავები ერთად გადაჭრან. დემოკრატია ნიშნავს განიხილონ თავიანთი განსხვავებები, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია.

არაფერი ვიცი ვადამდელ არჩევნებზე, ეს პარტიებმა უნდა განიხილონ. ისინი უნდა შეთანხმდენენ თუ რა არის მათთვის კომფორტული. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით დავეხმაროთ მათ რითიც შეგვიძლია.

ჩვენ გვსურს დავინახოთ პარტიები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც პარლამენტსაც გულისხმობს. ამაზეა დამოკიდებული საქართვოს დემოკრატიული მომავალი,”-აცხადებს კელი დეგნანი.

დღეს  კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ელჩების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შესახებ.

გვარამია: ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება

როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ჯანდაცვა, განავითაროს თავდაცვა, შექმნას სამუშაოები ქართველებისთვის.

„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

“ვერ გავიზიარებთ იმ განცხადების პათოსს და შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხებლად გამოაქვეყნა” – “ნაციონალური მოძრაობა” ვაშაძეს აკრიტიკებს

“შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე”, “შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია” – პოლიტიკური შეფასებები ვაშაძის გადაწყვეტილებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები