LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულწარწერიანი წამლების აკრძალვა ცხინვალში – პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს

116
http---com.ft.imagepublish.upp-prod-eu.s3.amazonaws

სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციის მიერ აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამოართმევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, მათ შორის ოსებისაც – ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.

„ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული წარმოებისა და წარწერის მქონე წამლების ამოღება დაიწყო. სააგენტო „კომინფი“ წერს, რომ „სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიკამენტების დეფიციტია: ქართული წარწერით წამლების გაყიდვა იკრძალება

"პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება."

 

პოპულალურები