LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარწერები ზელანდიაში, ტერაქტის ადგილიდან ამოღებულ იარაღზე – სუს-ი პარტნიორებთან თანამშრომლობს

759
54267880_530577910681814_3141197943374086144_n

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის ადგილზე ამოღებული იარაღის მჭიდზე გაკეთებულ წარწერებს შორის არის ქართული წარწერაც – დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი. ფოტოს ბრიტანული გამოცემა „Daily Mail” აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის წარწერები რუსულად.

აღნიშნულს განცხადებით ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც განმარატვს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე თანამშრომლობენ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო,”- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

პოპულალურები