LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სახის დამცავი ფარები ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

631
91038247-2789174834512855-518918167746052096-o

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, არ განვიცდიდეთ პირბადის, ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს და ამას ვაკეთებთ ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით პროგრამისაწარმოე საქართველოშიმეშვეობით,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც თბილისში, კომპანია „ფავორიტი სტილის“ ერთ-ერთ საწარმოში, საწარმოო პროცესს გაეცნო.

კომპანია პროგრამისაწარმოე საქართველოშიბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.

„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაეწყო ჩვენი ბიზნესი დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად საჭირო საქონლის წარმოებაზე. ერთ-ერთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც კომპანიამ პროგრამის აწარმოე საქართველოშიდახმარებით დაიწყო, დაცვის ფარებია, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი, რომ ნება დავრთეთ, გარკვეული რაოდენობა ექსპორტზეც გაეტანა. აღნიშნული დაცვის ფარები ძალიან მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანიამ „ფავორიტი სტილი“, რომელიც 26 წლის წინ დაარსდა და ამ დრომდე ძირითადად საბეჭდ მასალებს აწარმოებდა, 2020 წლის მარტში სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180,000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული.

https://bit.ly/2UMzEVJ– ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ქართული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო პირბადეების წარმოებით არიან დაკავებული. აღნიშნული პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ კომპანიებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები