LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტექინსპექტირება ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს: “სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია”

167
Capture

ტექნიკური ინსპექტირების სფერო ევროდირექტივებთან შეუსაბამოა, რეფორმა კი პრაქტიკულად ჩავარდნის ზღვარზეა. ასეთია დასკვნა კვლევის, რომელიც  „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა.

კვლევა 12 მარტიდან – 20 აპრილის პერიოდს მოიცავს და  მასში საუბარია როგორც ხარვეზებზე, ისე პრივილეგირებულ კომპანიებსა და შესაძლო კორუფციის ნიშნებზე.

კონკრეტულად, რა პრობლემებს ვხვდებით და რამდენად ეფექტიანია რეფორმა, საკითხზე “ფორტუნას” “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ესაუბრა.

“საზოგადოებაში კვლავ არის კითხვები: რა მოგვცა ტექინსპექტირებამ, რამდენად ეფექტიანია, მოგვარდა თუ არა ეკოლოგიური პრობლემა, იკლო თუ არა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებმა და აშ. პრობლემები იმდენად მწვავეა, რომ პრაქტიკულად, ეს სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია.

„რატომ გვბოლავენ ისევ?“ - ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის ზღვარზეა

რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა? - ტექინსპექტირების რეფორმის ხარვეზები.

ხელისუფლებისთვის პრობლემები ცნობილია, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება. ისიც კი არ ვიცით, უშუალოდ რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი იმაზე, თუ რამდენად სწორად მიდის რეფორმა, ხდება თუ არა შეცდომების გაანალიზება და აშ.,”-აცხადებს მესხიშვილი.

დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომ იმ შეთხვევაში, თუ ყველა დარღვევის შესახებ  ევროპული აკრედიტაციისთვის (EA) გახდება ცნობილი, ქვეყანა დიდ დარტყმას მიიღებს.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ტექინსპექტირების სფეროზე მონიტორინგი არის არათანამედროვე და არასწორი. მეორე, რომ კანონის აღსრულების შემთხვევები პრაქტიკულად არ გვაქვს. პოლიცია გზებზე არსებულ გაუმართავ ავტომობილებზე არ რეაგირებს, არც კამერები მუშაობს და დაჯარიმებული მანქანების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ევროდირექტივის მთავარი მიზანია, რომ გზებზე შენარჩუნდეს ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები, რაც ჩვენთან მთლიანად მოშლილია და კვლავ ვუბრუნდებით საწყისს.

 

 

ამ ყველაფრის შესახებ რომ გაიგოს ევროპულმა აკრედიტაციამ აუცილებლად მოვხვდებით შავ სიაში, რაც მთლიანად ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება, და რასაც ვერიდებით ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციები”- განაცხადა  მესხიშვილმა.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ ტექინსპექტირების სფეროზე პასუხისმგებელი სტრუქტურის არსებობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მესხიშვილის თქმით, დღემდე არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ამ სფეროში არსებულ ხარვეზებსა და სტატიკაზე ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

“ასევე, არ არსებობს ინსპექტორების მონიტორინგის სისტემა, არც მათი დაცვის მექანიზმი, იმიტომ, რომ ინსპექტორების უფლებებსაც არავინ იცავს, ესეც მოშლილია.”

მესხიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად გაცემული დაპირებისა, მთიანი რეგიონის მოსახლეობა ტექინსპექტირების სერვისის გარეშეა დარჩენილი, მაშინ როდესაც დარღვევის შემთხვევაში ისინი ისევე ჯარიმდებიან, როგორც სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები