LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საწარმო, რომელიც საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებისთვის ფორმებს კერავს – ფართოვდება

385
Bobokvati

„აჭარა ტექსტილი” ქობულეთში, სოფ ბობოყვათში თავის წარმოებას აფართოებს და დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახალი საწარმოს შენობის სამშენებლო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზრდილი ინვესტიციის ფარგლებში, „აჭარა ტექსტილისსამივე საწარმოში, დამატებით 1000 ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, ბობოყვათში მდებარე საწარმოში სპორტული ტანსაცმელი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შვეიცარია) იკერება.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი”  საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2008 წლიდან საქმიანობს. კომპანია წლების განმავლობაში უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, New Balance, Umbro, Under Armour და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები