LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

77
65183748-2365911070135491-7300842115641114624-o

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, 14 ივლისს ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე 2016-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, თუმცა ის გასული წლის 21 ივნისს გადადგა.

მის გადადგომას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები