LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა

272
78081168-10214217498823968-230134196079689728-o (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა.

ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა ისევ დაკავებებით და ხმაურის ფონზე გაიმართა

ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე გამოიტანენ.

დღევანდელ პროცესზე, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 25 ნოემბრამდე გადადო.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები