LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება

90
ოცნება-770x410

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა ხვალ, 3 სექტემბერს გაიმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 09:00 საათზე დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა დღეს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები