LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების მთავრობა თავმდაბალია” – ეკონომიკის მინისტრი ივანიშვილს აქებს

57
ტურნავა

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ დღევანდელი მთავრობა თავმდაბალია.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული საქმეთა ნაწილი არ ხმაურდება.

მისი თქმით, “არაფერი დაშავდება” თუ საზოგადოებას კოვიდფონდში ივანიშვილის შენატანის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენებენ.

ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც ზედემტი თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, ალბათ, დამეთანხმება ამაში.

რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და 130 მილიონი არის მობილიზებული, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. მანამ, სანამ ვიტყოდით, რომ იხარჯება, ძალიან ბევრი კითხვა იყო: როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ.

ახლა ჩვენ განვმარტეთ, როდის ვხარჯავთ და რისთვის ვხარჯავთ, ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ე.ი სწორად ვიქცევით”, — განაცხადა თურნავამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები