LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს” – არასამთავრობოები

45
1500979997

არასამთავრობო ორგანიცაზიები „ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

ამის შესახებ ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს.

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება” მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI Georgia), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია“ (Shame movement), “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC), „საზოგადოება და ბანკები“, „საფარი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC), „ევროპის ფონდი“ (EPF), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“ (EPRC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „უფლებები საქართველო“ (RG).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები