LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს

324
drghdgnt

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აქტიურობაზე ისაუბრა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, ევროპულ ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და მეტი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით, წვლილი უნდა შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს ფართომასშტაბიან შეხვედრას გეგმავს თბილისში, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ახალგაზრდების ჩამოსვლა იგეგმება.  ევროპული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების უფლება ეძლევა ყველას ვინც გამოთქვამს შესამაბის სურვილს.

როგორც ჩაკვეტაძემ განმარტა, “ქართული ოცნება” ორიენტირებულია დასავლურ კურსზე და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მოსაზრებებისა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ აქციაში. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და საპირისპირო გამოსვლებისგან და იმედს გამოთქვამს, რომ ღონისძიებას ბევრი ახალგაზრდა შეუერთდება.

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2511688329075281/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები