LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” კომპრომისზე წავიდა – წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნდაძე რეფერენდუმის ჩატარებით იმუქრება(ვიდეო)

306
78922808-2692468330813095-8454688348181626880-o

“ქართული ოცნების” ოფისში გართული სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გუნდის გადაწყვეტილება გააცნო. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში პარტიაში გამართული შეხვედრების შემდეგ, რაც მდინარაძის განმარტებით, გამოწვეული იყო გუნდში აზრთა სხვადასხვაობით,  საბოლოოდ მოხდა შეთანხმების მიღწევა. მისივე თქმით, პარტიის დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც მომხრეა ქვეყანა გადავიდეს 2024 წლამდე სრულ მაჟორიტალულ სისტემაზე, გუნდის უმრავლესობა წინააღმდეგია.

 

“ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვთ – რას ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე

კონსესუსი მიღწეულია გუნდში, მაგრამ არა ოპოზიციასთან და მათ მოთხოვნებთან, არამედ ისევ თავიანთ გუნდში და ისევ სათავისოდ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებამდე, მთავრობამ უნდა მოახერხოს საკონსტიტუციო ცვლილებების შექმნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო საპარლამენტო არჩევნებიკვლავ შერეული სისტემით ჩატარდეს. ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. სწორედ ეს არის ის შეთავაზება, რაც “ქართულმა ოცნებამ”  ისევ თავის დეპუტატებს მოარგო და რა შემთხვევაშიც დიმიტრი ხუნდაძე უარს იტყვის “ხალხში გასვლაზე” ან ხელმოწერების შეგროვებაზე.

 

მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ხუნდაძის გაფრთხილებაც გადმოგვცა და აღნიშნა, რომ თუ გუნდი აღნიშნულ პირობებს არ დაუკმაყოფილებს, ის სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, რეფერენდუმის ჩატარებით იმუქრება.

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/2738933202824852/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები