LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მხარე Ryanair-თან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მართავს

193
1

Ryanair-თან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ერთ კვირაში, გერმანიაში გაიმართება. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გერმანიაში 9 აპრილს გაემგზავრება. ჩოგოვაძის პროგნოზით, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ირლანდიური კომპანია საქართველოში შემოვა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ რეისებს დაიწყებს.

„მოლაპარაკებები განახლებულია და ის უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ ერთ კვირაში გერმანიაში ვიზიტს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და იმედი გვაქვს, პროცესები დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას დაიწყებს“, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ. აღნიშნულ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

შეგახსენებთ, ის რომ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით კვლავაც დაინტერესებულია, გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ირლანდიური ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოლირი Forbes Georgia-ს ესაუბრა.

ოლირი ამბობდა, რომ თუკი ქართული აეროპორტებიდან წამახალისებელ შეთავაზებას მიიღებს, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება. საწყის ეტაპზე Ryanair-ი საქართველოსთვის ევროპის მიმართულებით ფრენების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის ასახელებს პოლონეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებებს. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებს, მაიკლ ოლირი Forbes Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ Ryanair-ი მზად არის იფრინოს ქვეყნის იმ აეროპორტიდან (ქუთაისი თუ თბილისი), რომელიც მეტ შეღავათს შესთავაზებს.

საქართველოში Ryanair-ის შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თებერვალში შედგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები