LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო ლონდონში – ჩვენს სასმელს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბრიტანელი ყიდულობს

80
266359859-2954216448223339-8794352939441797754-n

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული უნიკალური ქართული ღვინოები.

აღნიშული ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მომხმარებლის ზრდის ხელშეწყობას. ღონისძიებას 80-მდე სტუმარი, ღვინის პროფესიონალები და მომხმარებლები დაესწრნენ, რომლებსაც ქართული ღვინო 13-მა ადგილობრივმა იმპორტიორმა გააცნო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციაა. 2021 წლის 11 თვეში დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 703 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 76% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები