LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ცა ავიაკომპანიებისთვის სავარაუდოდ 1 ივლისიდან გაიხსნება

147
55464987-2011391082291675-7909761262945304576-o

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, მანამდე კი საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის მიზნით.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან სულ მცირე ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე.

„შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან გვჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ეს უნდა იყოს დასრულებული გადაწყვეტილება.  რაც შეეხება „ვიზეარს“ – ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების შორტლისტს, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში და მიმართულებებს გავყვებით ასევე ქვეყნებთან მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Wizz Air ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ, ბილეთების გაძვირებას არ გეგმავს

საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილება მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები