LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ბელარუსის ავიაბაზარზე დაბრუნებას გეგმავს

41
Boeing-737-7BK,-Georgian-Airways-(AirZena)-JP7770430

Georgian Airways ბელარუსის ავიაბაზარზე დაბრუნებითაა დაინტერესებული. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანიის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი ამ მიზნით ბელარუსში ქართულ დელეგაციასთან ერთად უკვე იმყოფებოდა.

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრთან გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საპარტნიორო ფონის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ბელორუსში ვალერი კვარაცხელია და ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსში Georgian Airways-ის ბიზნესგეგმები განიხილეს.

შეგახსენებთ, Georgian Airways საქართველოსა და ბელარუსს შორის 2007-2011 წლებში ოპერირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები